ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლაშა დარსალია აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 11:21

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლაშა დარსალია აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან.

მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობაზე, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ხაზი გაესვა ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგებზე.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ენდრიუ შოფერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 11:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics