მიხეილ კალანდია დააკავეს

ხორავას ქუჩის მკვლელობა – მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს.ინფორმაციას  კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი ადასტურებს.

კალანდია სამართალდამცველებმა დღეს აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია არასანდო მოწმედ მიიჩნია.

გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათზე საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართება.

 

banner
წინა სტატიაშიჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლაშა დარსალია აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც გვქონდა