ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აშშ-ს დელეგაციასთნ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდის ფარგლებში თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ს დელეგაციასთნ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელსაც 15 ივნისის სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დააყენებენ.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფების შეხვედრების ცენტრალური საკითი იქნება 19 მაისს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები.

„ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით კი გალის რაიონში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ მოსწავლეებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში 2 ახალი ბაღი გაიხსნა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: მცხეთაში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრო