ჩხოროწყუში 2 ახალი ბაღი გაიხსნა

13410802_1208806282464428_194474817_o
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
დაბა ჩხოროწყუს აქამდე საბავშვო ბაღის შენობა საერთოდ არ ჰქონდა და სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ შენობაში მიმდინარეობდა, დღეიდან კი 200 აღსაზრდელისთვის ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და ინვენტარის საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ ახუთში, შევიდა ფუნქციონირებაში. აქამდე ახუთელი მოზარდები ამორტიზირებულ საბავშვო ბაღში სწავლობდნენ.
დაბა ჩხოროწყუს ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა. ახუთის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
ახალი ბაღბი აღსაზრდელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ გახსნეს.
წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სულ 4 ახალი ბაღი გაიხსნა, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.
banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აშშ-ს დელეგაციასთნ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა