ზელენსკიმ მარიუპოლის და „აზოვსტალის“ დამცველებს უკრაინის გმირების წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვსტალის“ და მარიუპოლის დამცველებს უკრაინის გმირების წოდებები მიანიჭა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

გმირის წოდება მიენიჭა მაიორ სერგეი ვოლინსკის, მაიორ სერგეი პალამარს, მაიორ ოლეგ ხომენკოსა და პოლკოვნიკ დენის შლეგს.

გმირის წოდება სამხედროებს პირადი მამაცობისა და გმირობისთვის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიგამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს