ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვდება.
შეხვედრაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ზაზა სარალიძის მოსაზრებებს ისმენენ. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო დღეს გადაწყვეტილებაზე გავა.