ზალკალიანი – არავინ პოსტს არ ტოვებს, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, ის არის ღირსეული სახელმწიფო მოხელი

დღეს, 11 დეკემბერს მთავრობის მორიგი სხდომა ისე დაიწყო, რომ ტრადიციული გამხსნელი სიტყვით პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია არ გამოსულა.

ეს “უჩვეულო” დუმილი დროში ემთხვევა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომებს, რომლებიც მის გარეშე ტარდება. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს გავრცელებულ ვერსიას, რომ ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირებაა და შესაძლოა პრემიერმა პოსტი დატოვოს.

მმართველ გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ამ კითხვაზე პასუხზე უარი თქვა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა კი გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.

რაც შეეხება, დავით ზალკალიანს, მან ჟურნალისტების ამ კითხვას არასერიოზული უწოდა.

“იმდენად არასერიოზული და აბსურდული განცხადებაა, რომ მემგონი არც ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება. არავინ პოსტს არ ტოვებს, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, ის არის ღირსეული სახელმწიფო მოხელი, მოღვაწე”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე – ადამიანი რომ 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე