მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე – ადამიანი რომ 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე

ადამიანი რომ 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა მელია აცხადებს, რომ დაკისრებულ გირაოს თანხას არ გადაიხდის, ამით კანონზე მაღლა აყენებს თავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კანონზე მაღლა აყენებს თავის თავს – პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და ახლა უკვე ნიკა მელია. თუ იმას ამბობს, რომ ახლა არ შეასრულებს, მანამდე ხომ შეასრულა და რა გამოდის, რომ კანონზე მაღლა უნდა დადგეს? რას ეუბნება მის თანამოქალაქეებს, მათ რა ქნან, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია? ყველას, მისი მომხრე იქნება თუ სხვა, მოუწოდებენ, რომ არ დაემორჩილონ და არ შეასრულონ კანონის მოთხოვნა. რაც არ უნდა ისაუბროს და სპეკულაციები გამართოს ნიკა მელიამ, მის გონებაში რა ხდება არ ვიცი, იძახის, რომ 2012 წლამდე ოპოზიციაში იყო. ადამიანი, რომელიც ასეთი დანაშაულების მიუხედავად, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – არავინ პოსტს არ ტოვებს, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, ის არის ღირსეული სახელმწიფო მოხელი
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – „ქართული ოცნების“ გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს