ზალკალიანი – ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის შენობის წინ კუთვნილ ადგილს

ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, – წერს ზალკალიანი „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი და კარლ ჰარცელი საქართველოში ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაილია მეორემ ოლივერ ვარჰეი მცხეთის რეზიდენციაში მიიღო