“ვფიქრობ, რომ თამაზ მეჭიაურის ირგვლივ გავწევრიანდეთ”- ნიშნიანიძე “ქართული ოცნების” დატოვებას აანონსებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე “ქართული ოცნების” დატოვებას აანონსებს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, თამაზ მეჭიაურის ახალ პარტიაში გაწევრიანდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ის ბოლო 2 წელია “ქართულ ოცნებაში” არსებულ არაჯანსაღ სიტუაციაზე საუბრობს.

მისი თქმით, ის სავარაუდოდ “ქართულ ოცნებას” დატოვებს და მეჭიაურის ახალ პარტიაში გაწევრიანდება.

“ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ “ქართულ ოცნებას” ვემიჯნები. მე ამ პარტიის სულის ჩამდგმელი ვარ, მაგრამ ამ კოალიციაში ვერ ვხედავ ძალას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ბოლომდე დაამარცხებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ თამაზ მეჭიაურის ირგვლივ გავწევრიანდეთ და შესაძლებელია, ფრაქციის შექმნაც კი მოვახერხოთ”, – აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკომპანია „რაკია ჯორჯია“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს