თბილისში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრებში მონაწილეობისთვის საქართველოში იმყოფება ეუთო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეც. დღეს მონაწილებს სიტყვით დღეს პრეზიდენტი და პრემიერი მიმართავენ.

მანამდე კი კონფერენციის მნიშვნელობაზე თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენი სამი მეგობარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჩვენთან ერთად არის, საუკეთესო მაგალითია პარტნიორობის, მეგობრობის, სოლიდარობის, გვერდით დგომის და ერთად ყოფნის ამ ბრძოლაში იმ მძიმე გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ერთობლივად უდგას,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღესვე მედიისთვის კომენტარი გააკეთა გენერალური შტაბის უფროსმა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელსაც მსოფლიოს რუსეთი უქმნის თავისი ჰიბრიდული ომით სხვადასხვა ტერიტორიებზე

banner
წინა სტატიაშიტარიელ ხეჩიკაშვილმა წყალბურთელ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, რომ თამაზ მეჭიაურის ირგვლივ გავწევრიანდეთ”- ნიშნიანიძე “ქართული ოცნების” დატოვებას აანონსებს