ვლადიმერ პუტინი მზად არის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

ჩავუშოღლუს თქმით, არის სხვა არხების მცდელობებიც.

„ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განვახორციელოთ. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გვქონდა ასეთი მცდელობა. პრინციპში, პუტინმა ჩვენ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ასეთი შეხვედრის. უკრაინის მხარე მზად არის. მხარეებს შორის ბელარუსში მიმდინარეობს ტექნიკური მოლაპარაკებები. მეორე მხრივ, არის სხვა არხების მცდელობებიც, რომლებსაც ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ“ , – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 85 ბავშვი დაიღუპა