ვლადიმერ გავრილოვი:ამ ომს მოვიგებთ მიწაზე და არა ტელეეკრანებსა და ინტერნეტში

უკრაინა კონტრშეტევას როცა დაიწყებს, რუსეთი პანიკაში იქნება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გავრილოვმა ბრიტანულ გამოცემა „The Independent“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ დავიწყებთ ჩვენს კონტრშეტევას, როდის და სად, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთი იტყუება იმის შესახებ, რა ხდება რეალურად ადგილზე. ამ ომს მოვიგებთ მიწაზე და არა ტელეეკრანებსა და ინტერნეტში. არ გამიკვირდება, ერთ დღეს, შესაძლოა, ამ ან შემდეგ თვეში დავინახოთ რუსეთის არმიის ან ეკონომიკის მყისიერი დაშლა“, – განაცხადა ვლადიმერ გავრილოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბახმუტმა აჩვენა, რომ რუსეთი ამ ომის ბოლოს სამხედრო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, რასაც მალე ყველა დაინახავს.

ვლადიმერ გავრილოვმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალთვიანი დამღლელი ომის შემდეგ, შესაძლოა, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდეს.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის საბავშვო თეატრის ხელმძღვანელი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა
შემდეგი სტატიაარახამია: “თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს”