ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, საზოგადოებას პირობა უნდა მისცეს, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს რეფორმებს

ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას პირობა უნდა მისცეს, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს რეფორმებს, რაც გასატარებელია და რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა – აცხადებს სახალხო დამცველი.
„სახალხო დამცველი არანაირ კომენტარს არ გააკეთებს სამთავრობო ცვლილებებთან და კანდიდატების შეფასებასთან დაკავშირებით. ერთი პოზიცია მინდა დავაფიქსირო – ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას პირობა უნდა მისცეს, რომ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს დაუყოვნებლივ გაატარებს, რაც გასატარებელია და რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა. ეს ეხება, როგორც სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებს, ასევე სამართალდამცავ სისტემას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფორმირების პროცესი დაჩქარდეს იმ ფორმით, რასაც რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი უწევდნენ”, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება