ექსკლუზივი: ვინ იქნება “ნაციონალებიდან” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი

levan qardava„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში, ყოფილი მმართველი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაჟორიტარობის კანდიდატად 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრს, წალენჯიხის მოქმედ მაჟორიტარს ლევან ქარდავას წარადგენს. ქარდავა პოლიტიკაში ბიზნეს სექტორიდან მოვიდა და, როგორც მან რამდენიმე თვის წინ „თაიმერთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ოცნების“ ხელისუფლებამ მასთან ასოცირებულ კომპანიებს ხელოვნური პრობლემები შეუქმნა. ხელისუფლება აიძულებდა უმცირესობა დაეტოვებინა. მიუხედავად უპარტიო მაჟორიტარის სტატუსისა ის მაინც დღემდე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ ქარდავას მიმართ მოსახლეობაში ანტაგონისტური განწყობა არ არსებობს, როგორც „თაიმერს“ ადგილობრივებმა უთხრეს, 8 ოქტომბერს „არნახული ბრძოლა“ გაიმართება, რადგან „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავაა. პაატა ბურჭულაძის პარტიიდან კი კენჭს იყრის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი  ხარჩილავა.
„სამივე პიროვნებას მოსახლეობა კარგად იცნობს. შესაბამისად, ხალხში დაბნეულობა შეინიშნება. გამოდის რომ, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება კანდიატების პარტიული კუთვნლების მიხედვით კი არ მოუწევთ, არამედ მათი განვლილი გზისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე,“ – უთხრა „თაიმერს“ წყარომ, რომელიც ადგილობრივ პოლიტკურ სიტუაციაში კარგად ერკვევა.“თაიმერი” ლევან ქარდავასაც დაუკვაშირდა , თუმცა იგი ამ დრომდე „თაიმერის“ ზარებს არ პასუხობს. პარტიაში ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები ლევან ქარდავსთან მიმდინარეობდა.

www.timer.ge

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშირა აკავშირებს “სოფლელ” ივანიშვილს და “პრადვინუტ” სააკაშვილს ერთმანეთთან?
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : წლევანდელი ამბასადორიალი დაეთმობა იმ გამოწვევებს, რომელიც დიპლომატიას აქვს