“ვიყენებთ ყველა ფორმატს და შესაძლებლობას, რათა ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს”

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სახელმწიფო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს.

„ზაზა გახელაძეზე ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან, როდესაც ორი-სამი კვირის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, სატელეფონო საუბრების დროსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ფორმატს და საშუალებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მაქსიმალურად არის მიბილიზებული, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს და რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს საკმაოდ რთული პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მიბილიზებული, მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს. დღეს ჟენევაში ტარდება მორიგი რაუნდი, დაველოდოთ, დღის ბოლოს ალბათ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ჩატარდა ეს ფორმატი, და რამდენადაც მე ვიცი, ეს იქნება ცენტრალური საკითხი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა
შემდეგი სტატიავაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება