ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს

ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების ღონისძიებაში ვერტმფრენი ჩაერთვება.

ამის შესახებ  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა.

ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა რთულად მისადგომ ტყის მასივშია და სპეციტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.

რეინჯერების და დედოფლისწყაროს მეხანძრე-მაშველებისგან შემდგარი ოცდაათკაციანი ჯგუფი, სამი კილომეტრის დაშორებით ადგილამდე ფეხით მივიდა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ფართო მასშტაბზე ვრცელდება, რისთვისაც ადგილზე დამატებითი ძალებია გამოძახებული.

banner
წინა სტატიაში“ვიყენებთ ყველა ფორმატს და შესაძლებლობას, რათა ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს”
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი – მაისში ლარი დოლარის მიმართ 1.6 პროცენტით გამყარდა