(video) “უხერხული და სამარცხვინო”- ხიდაშელი წულუკიანის განცხადებაზე საუბრობს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, იუსტიციის მინისტრის მიერ გუშინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ხიდაშელი წულუკიანის განცხადებას “უხერხულს” უწოდებს და ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ წულუკიანმა იცი, რომ გადაწყვეტილებას სასწრაფო ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას სწორედ მორიგე მოსამართლე იღებს.

“ასეთია წესი. შუაღამისას რომ მიიღებს სტრასბურგი სასწრაფო ღონისძიებაზე რომელიმე ქვეყნიდან მოთხოვნას, იქ რა თქმა უნდა დიდი პალატა არ იკრიბება და ამისთვის არსებობს მორიგე მოსამართლე ზუსტად. ვინმე შეცდომაში რომ არ შევიდეს და არ თქვას, უი თურმე ერთ მოსამართლეს გამოუტანიაო. ეს ასე ხდება,”-აცხადებს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი სამარცხვინოს უწოდებს წულუკიანის მიერ საკითხზე საუბრისას ხაზგასმას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგმა “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით – შეეჩერებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო.

განცხადებები თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეალურ სივრცეში” საუბრისას გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნებას-ომბუდსმენი “რუსთვი2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაევროპამ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილი – ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოზე