ევროპამ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილი – ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოზე

ნიკა მელია

ევროპამ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილი -ამ განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, “რუსთავი2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მელიას თქმით, მომხდარი იმ დარღვევებზე მიუთითებს, რომელიც საქმის განხილვისას არსებობდა.

„დღევანდელი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე აქვთ გადაწვეტილება გამოტანილი ივანიშვილის ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში, რომ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა სტრასბურგის სასამართლოს და უპრეცენდენტოდ შემჭიდროვებულ ვადებში შეაჩერა აღსრულება. მეორე მხრივ, გასაგები ენით რომ ვთქვა, შეაჩერა ბიძინა ივანიშვილი, დღეს არა ევროპის სასამართლომ, არამედ ევროპამ შეაჩერა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

banner
წინა სტატიაში(video) “უხერხული და სამარცხვინო”- ხიდაშელი წულუკიანის განცხადებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება” – აბაშიშვილი კობახიძის მუქარას პასუხობს