(VIDEO) ,, ქეთევან დედოფალი ჩემი დიდი ბებიაა, ასევე ვარ სააკაძის შთამომავალი”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დავით თარხან მოურავი, ერთ-ერთ გადაცემაში, შთამომავლების შესახებ საუბრობს.
“ყოველთვის ვერიდებოდი ამის თქმას, რომ ვინმემ არ ჩამითვალოს თავის ქებაში, ახლა იძულებული ვარ ვთქვა:
მე ვარ საქართველოს ქართლ-კახეთის ბოლო მეფის გიორგი 12-ის შთამომავალი, მე გახლავართ ერეკლე მეორის შთამომავალი, ვინც არის ახლა ტახტის პრეტენდენტი ნუგზარ გრუზინსკი არი ჩემი უახლოესი ნათესავი.
მე გახლავართ დადიანების, გურიელების, გიორგი სააკაძის შთამომავალი. ქეთევან დედოფალი დიდმოწამე არის ჩემი დიდი ბებია. მაჰმადიან ძმებს მინდა ვუთხრა, ჩემი წინაპრები არ იყვნენ მხოლოდ საქართველოს მეფე-მთავრები, სხვა ქვეყნის მეფე-მთავრებიც იყვნენ ჩემი წინაპრები და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხამზა იყო მაჰმადის ბიძა, პირველი პირველმოწამე მაჰმადიანი ხამზაიდთა შთამომავალიც ვარ, პირდაპირ მაჰმადის ალიდთა შთამომავალიც ვარ, ომეათთა და აბასიდთა და სხვა და სხვა ხაზებით, რა თქმა უნდა ქალის ხაზით.
ვარ რა თქმა უნდა დავით აღმაშენებლის შთამომავალი. მინდა, რომ ეს იყოს მკაფიოდ გასაგები და ესეც ერთერთი მიზეზია, რატომაც ვარ სრულიად საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი”,- აცხადებს დავით თარხან მოურავი.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : 10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იმყოფება