გიგლა აგულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იმყოფება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი მინისტერიალი მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებასა და მდგრად განვითარებას გულისხმობს, ასევე შეაჯამა ბოლო წლებში გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები, კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს პარიზის შეთანხმების იდეას, რომელიც სათბური გაზების შემცირების წინასწარ გათვლებზე დამყარებული ვალდებულების აღებას გულისხმობს.

შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები, გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარი კარმენუ ველა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ .

მონაწილეებმა რეგიონში მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება, კლიმატთან დაკავშირებულ ქმედებები და გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრთა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც მინისტერიალის ძირითადი გზავნილები და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პრიორიტეტებია ასახული.
ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილსა და გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარ კარმენუ ველას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. კომისარმა მინისტრს მადლობა გადაუხადა ქ. ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის – “გარემო ევროპისთვის” წარმატებული ორგანიზებისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის პროგრესი.

მინისტერიალი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ორგანიზებით იმართება და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

მინისტერიალი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ორგანიზებით იმართება. მინისტრები შეთანხმდნენ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტერიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე, სადაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის პროგრესი შეჯამდება.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ,, ქეთევან დედოფალი ჩემი დიდი ბებიაა, ასევე ვარ სააკაძის შთამომავალი”
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი რუსეთთან თანამშრომლობის მოწოდებას აკეთებს