(ვიდეო) “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები ზუგდიდის პოლიციაში იმყოფებიან

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, “გაერთიანებული ოპოზიციის” საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, პარტიის ლიდერები დააკავეს. დაკავებულნი არიან ანი წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში საინფორმაციო სააგენტოს “თაიმერს” განუცხადეს, დაკავებულები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვდრაზე მიდიოდნენ. ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატთან სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ, როცა მათ ავტომობილს პოლიციამ გზა გადაუკეტა. „ პატარაია და წითლიძე ზუგდიდიდს მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ. მერობის კანდიდატის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ პოლიციამ გზა გადაუკეტა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა. პოლიციამ ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა – განაცხადეს პრესსამსახურში.

 

https://youtu.be/3lne1f1oEEw

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში “ნაციონალი მოძრაობის” ლიდერები დააკავეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას რუსლან აბაშიძე დაიკავებს