(video) ექსკლუზივი: “ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხაში 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების გაყალბება დაიწყო

1375028_601219459944898_1412107281_nწალენჯიხის საოლქო კომისიის სხდომა სამუშაო საათების დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო და შუაღამემდე გაგრძელდა. სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიები მთლიანად „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დაკომპლექტდა. უფრო კონკრეტულად, “თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის კონკურსანტების აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ შტაბის აქტივისტთა ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარია. მათ კონკურსის გამოცხადებამდე ტრენინგი „ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციის ლიდერ გოგა გულორდავასთან გაიარეს.
საერთო ჯამში, ლაპარაკია „ქართული ოცნების“ 340-მდე აქტივისტზე. წალენჯიხის საოლქო კომისიაში, ასევე, საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, რომლის “ორკესტირერებას” საოლქო კომისიის წევრი ქეთევან მოსიძე უწევს, იგი თავის დროზე საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას აცხადებდა.
„თაიმერი“ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იყო ინფორმირებული, თუ ვინ უნდა დაემტკიცებინათ საუბნო კომისიის წევრებად. საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნაში მონაწილეობა სუს-ისა და თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ნდობით აღჭურვილმა პირებმაც მიიღეს.

“ხალხს რომელსაც ჰქონდა საარჩევნო გამოცდილება, უპირატესობა მიანიჭეს იმ ადამინებს, რომლებიც ბოლო არჩვენებში მხარს უჭერდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“. განზე დატოვეს ის ადამინები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ საოლქო-საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობის და ჩაანაცვლეს რიგითი პარტიული თანამშრომლით. არ მოხდა არცერთი გამოცდილი კადრის განხილვა, რომელსაც შეხება არ ჰქონია ქართულ ოცნებასთან. კითხვაზე: რა კრიტერიუმით მოხდა ამ ადამინების არჩევა, პასუხი არ გააჩნიათ. ხელისუფლებამ გამოუგზავნა სია და მოხდა მისი გადაწერა ერთი ერთზე. ეს კველაფერი კი შეთახმებული იყო ხელისუფლებასთან”-აცხადებს “პარტია ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, 68-ე  წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიაში გიორგი აბულაძე.

„თაიმერმა” მოიპოვა ვიდეომასალა, რომლის თანახმად, 68-ე წალენჯიხის  საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არსებულ სიტუაციას კომისიის რამდენიმე წევრის პროტესტი მოჰყვა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ერთ-ერთი პარტის წარმომადგენელი კოლეგებს მიმართავს და ეუბნება: „არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ?!“. სხდომას არასამათვარობო ორგანიზაციების წარმომდაგენლებიც ესწრებოდნენ.

 

https://youtu.be/z3d9ivO_KoM

https://youtu.be/VUN3aXxo7x0

banner
წინა სტატიაშისუს-ი აღკვეთილი ტერაქტის გრაფიკულ ვიდეოს ავრცელებს
შემდეგი სტატიამერაბ მეტრეველი პოლიტიკურ გაერთიანებას “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ტოვებს