(Video) დღეს “ენმ”-ს შეუძლია სიმართლით აკრიტიკოს ხელისუფლება- ხუხაშვილი

დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” აღარ სჭირდება ტყუილების ლაპარაკი და პროპაგანდა, მათ შეუძლიათ დღეს სიმართლით აკრიტიკონ ხელისუფლება-ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. ხუხაშვილმა გადაცემა “პრიორიტეტებში” მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადახალისებული გუნდის მიმართაც არსებობს ბევრი კითხვები, როგორც გამოუძიებელ საქმეებზე ასევე ეკონომიკურ თუ საგარეო პოლიტიკაზე. ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას კერძოდ კი “ნაციონალურ მოძრაობას” კრიტიკის საფუძველი თავად “ქართულმა” ოცნებამ არასწორი მუშაობით მისცა.

https://www.youtube.com/watch?v=AxGa-snmvHA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) მთავრობა სირაქლემის პოზიციაშია, ლარის გამყარების ბოლო იმედი ინდაურების გაყიდვაა
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელმა თბილისში საიდუმლო შეხვედრები გამართა