პაატა დავითაია: აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელმა თბილისში საიდუმლო შეხვედრები გამართა

davitaia„ორი კვირის წინ, სეპარატისტული რეჟიმის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა,“ – ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიმა პროგრამა „პიკის საათის“ ეთერში განაცხადა ჟურნალისტ დავით პაიჭაძესთან საუბრის დროს.
„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე საუბარი ორი მიმართულებით მიდიოდა. ამ მიმართულებებს არ დავასახელებ. მიხვდებიან თუ საიდან მაქვს ეს ინფორმაცია. ვიტყვი, რომ ამ ორ მიმართულებაში ჩვენთვის სახარბიელო არაფერია და ორივე მიმართულება წამგებიანია! ველოდები იანვარს და ღიად გავაკეთებ განცხადებას,“ – აცხადებს დავითაია და დასძენს, რომ ამ შეხვედრის ორგანიზატორი რუსეთის სპეცსამსახური იყო. მეტიც, როგორც დავითაია ამბობს, შეხვედრას მათი წარმომადგენელიც ესწრებოდა და წარმოადგენდა როგორც მხარეს. „ღიად ვიტყვი, როდის და ვინ იყო ჩამოსული, ვინ იყო კურატორი, ვის შეხვდნენ. ვიმედოვნებ, ის მოლაპარაკება, რაც გაიმართა, რეალობად არ იქცევა. როგორც კი შევატყობ, რომ მოლაპარაკებების შედეგების განხორციელება იწყება, განცხადებას ღიად გავაკეთებ,“ – აღნიშნა დავითაიამ.

 

banner
წინა სტატიაში(Video) დღეს “ენმ”-ს შეუძლია სიმართლით აკრიტიკოს ხელისუფლება- ხუხაშვილი
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილმა “112”-ის პირდაპირ ეთერში ნარკოტესტი ჩაიტარა