ვერასდროს გაგვტეხთ, დაბომბვით მხოლოდ გაბრაზებას და ზიზღს იწვევთ! – დანილოვი კრემლს

უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა, უკრაინელებში მხოლოდ გაბრაზებასა და ზიზღს იწვევს და არა შიშსა და შეთანხმების მიღწევის სურვილს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„კრემლი და რუსული ბანდა! თქვენი დაბომბვით მხოლოდ გაბრაზებას და ზიზღს იწვევთ! არა შიშს, არა რაიმეზე შეთანხმების სურვილს. ჩვენში აღვიძებთ, თქვენი, ტერორისტების განადგურების სურვილს, სადაც არ უნდა იყოთ – ქუჩებში, ბუნკერებში, ზღვაზე და ხმელეთზე.

ვერასდროს გაგვტეხთ. ტერორისტულ სახელმწიფოს ვერცერთი რაკეტა ვერ გადაარჩენს, ის მხოლოდ გამარჯვებისა და შურისძიების წყურვილს გვიძლიერებს!“ – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ევროკავშირი
შემდეგი სტატიაჩვენი ინტერესია, ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს – კობახიძე