,,ვერ დავეთანხმები, ყოფილი მინისტრის მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა”

პრინციპულად ვერ დავეთანხმები ადამიანების, მათ შორის, ყოფილი მინისტრის მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური, სოლიდური დასაბუთება არის სწორედ ის საფუძველი, რითიც აიხსნება ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ.

„ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს, რათა მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება
შემდეგი სტატიათურქეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანთან თავდაცვითი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა