“ვენ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ, არც სააკაშვილის დირექტივას დაველოდებით, არც ბიძინა ივანიშვილს ვკითხავთ”

„ჩვენთვის პოლიტიკური ფასი არის ის ოთხი საკითხი, რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და რომელიც ასე უსასრულოდ გაჭიანურდა. თუ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში, შეთანხმებას ხელს თუ არ მოვაწერთ, არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ არ ვაყენებთ რიგგარეშე არჩევნებს მთავარ საკითხად, ჩვენ შემთხვევაში, მთავარი საკითხი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რადგან ძალიან არასერიოზულია, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ გვაინტერესებს მარტო რიგგარეშე არჩევნები და მორჩა. ისევ თამარ ჟვანიამ რომ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, შემდეგ სად მიდიან ერთი, მაგრად მაინტერესებს. ამიტომ ვამბობთ, რომ ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ საკითხს, ქვეყნის პერსპექტივისთვის არის მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის შეცვლა, თორემ თამარ ჟვანიათი და იმ წესებით ორ კვირაში ერთხელ რომ ვატაროთ არჩევნები, ყოველ ჯერზე უფრო მეტს მიიღებს „ქართული ოცნება“. ეს არის სისულელე, ამას რატო ვერ ხვდებიან, მაგრამ ხვდებიან და შეგნებულად აკეთებენ, რომ ააამღვრიონ სიტუაცია და ზოგ-ზოგიერთმა აურიოს ყველაფერი, რათა მღვრიე წყალში რაღაც თევზი დაიჭიროს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე: „ინიცატვია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ეხება, ვის ეკუთვნის“, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათი თავსატეხი ახლა სწორედ ის არის, რომ გაარკვიონ, ვის ეკუთვნის დასახელებული ინიციატივა.

„არ ვიცით, ჩვენი თავსატეხი ახლა ეს არის, რომ დავდივართ და ვარკვევთ ვისი წინადადებაა, ელჩების, „ქართული ოცნების“ რომელიმე ოპოზიციური პარტიის, რადგან ჩვენ ეს წინადადება ძალიან მოგვწონს. კონკრეტულად საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს გადამწყვეტი რიგგარეშე არჩევნების საკითხისა, ანუ თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს 48 პროცენტზე ნაკლებს, მაშინ უნდა დაინიშნოს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები, საპარლამენტო, ეს არის ძალიან კარგი ფორმულა. პრინციპში, პლებისციტი არის, ოღონდ არ ჰქვია პირდაპირ პლებისციტი, თუ ეს „ქართული ოცნების“ წინადადებაა და „ქართული ოცნება“ ამაზე მოდის, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა საქმე, რადგან ვერ წარმომიდგენია ამის საწინააღმდეგო რომელიმე ოპოზიციურ პარტიას რა უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ვერ გავიგეთ ახლა ვისი აზრია, ტყუილად ვიმტვრევთ თავებს, რომელიმე ოპოზიციური პარტიის აზრია, თუ „ოცნების“ ან ელჩების, ჯერჯერობით ვერ გავარკვიე. ნეტა, ჩვენი წინადადება ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვჯუჯღუნებთ მე და ლევანი, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქროთო, რადგან ეს არის რეალური გამოსავალი, რეალური გზა კრიზისის განმუხტვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თავად ელჩების თხოვნით, „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე პარტიასთან ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ბოლო ორი რაუნდის შემდეგ მას კობახიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც ამისი საჭიროებაა, რადგან პარტიას თავისი პოზიცია ღიად და მკაფიოდ აქვს გაცხადებული.

„მქონდა კომუნიკაცია თალაკვაძესთან და ირაკლი კობახიძესთან იმ რაუნდების დროს, უფრო სწორად, კობახიძე ბოლო ორ რაუნდს დაესწრო. ამის იქით კომუნიკაციას საჭიროდ არ ვთვლით, რადგან ღიად გვაქვს ჩვენი პოზიცია გაცხადებული, ალბათ კომუნიკაცია აქვს იმ პარტიებთან, რომლებიც ერთს ამბობენ, მეორეს გულისხმობენ და ვერ ჩამოყალიბდნენ, ალბათ მაათი გადარწმუნება სჭირდებათ, თორემ ჩვენ ღიად გვაქვს ნათქვამი, რაც გვინდა და დამატებითი კომუნიკაცია რა საჭიროა. ბოკერიას პარტიის გარდა, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ბოკერიას პარტიასთან უბრალოდ არაფერი სალაპარაკო არა გვაქვს იმ კრიზისიდან გამოსავალზე, ვინ როგორ ფიქრობს, რანაირად ფიქრობს, როგორ წარმოუდგენია ეს ყველაფერი და ა.შ.

ჩვენ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ, არც სააკაშვილის დირექტივას დაველოდებით, არც ბიძინა ივანიშვილს ვკითხავთ და მით უმეტეს არც უგულავას და ბოკერიას, ჩვენ თვითონ მივიღებთ ამ გადაწყვეტილება. ვნახოთ, არც ერთი გადაწყვეტილების მიღების არ გვეშინია, რაც იქნება ამ ქვეყნისთვის საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ თვითონ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და არ დავუწყებთ ყურებას, აბა, ისინი რას იტყვიან“, – განაცხადა ელისაშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: კობახიძე არის მატყუარა
შემდეგი სტატია“არ მგონია, უფლება მქონდეს ადამიანი დავასახელო, რომელმაც კუთვნილი ხელფასი პერსონალურად მოითხივა”