“არ მგონია, უფლება მქონდეს ადამიანი დავასახელო, რომელმაც კუთვნილი ხელფასი პერსონალურად მოითხივა”

ირაკლი კობახიძემ რეალური ინფორმაცია მოყვა. ამის შესახებ ინფორმაცია მეც მაქვს, თუმცა მე გამიჭირდება კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, უფლება მქონდეს ადამიანი დავასახელო, რომელმაც კუთვნილი ხელფასი პერსონალურად მოითხივა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტისთვის მიმართვა მიანიშნებს იმასაც, რომ მათ პარლამენტში შესვლის და საქმიანობის განხორციელების სურვილი აქვთ.

„თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არსებობენ, რომლებიც პარლამენტის წევრად ირიცხებიან და მათ ლეგიტიმური უფლება და საშუალება აქვთ, ხელფასი მიიღონ. ამასობაში ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ პარლამენტში შემოსვლის და თავის საქმიანობის განხორციელების სურვილი აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტისთვის მიმართვის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა.

banner
წინა სტატიაში“ვენ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ, არც სააკაშვილის დირექტივას დაველოდებით, არც ბიძინა ივანიშვილს ვკითხავთ”
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა