ველოდებით, რომ დადგეს გარკვეული დასკვნები – ეკა ბესელია გავრცელებულ ჩანაწერებზე

დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამ. რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავს საკითხებზე მრავალი მასალა დაგროვდა და აუცილებელია შესაბამისი დასკვნების დადება:

„იმდენი მასალა დაგროვდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომლითაც შესაძლებელია ყველამ გააკეთოს დასკვნა რა მძიმე სისტემასთან გვქონდა საქმე წარსულში, რომელიც ცდილობს დღესაც გავლენის შენარჩუნებას, ეს ერთი შეთანხმების ნაწილი გამოძიების საგანია, ჩვენ ველოდებით დადგეს გარკვეული დასკვნები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა სატელეფონოცანაწერი ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილს შორის, გვარამია აცხადებს, რომ ჩანაწერი არის მონტაჟი.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა გვარამია
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება