მანანა კობახიძე: მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი არ არის, მაგრამ მოსამართლე კონსტიტუციისა და საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული.

ამის შესახებ კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას ეხებოდა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამაჯერებელი უნდა იყოს.

“დასამალი არ არის, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ვარ, მაგრამ მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება. როცა მოსამართლე ხდები, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია გვერდზე რჩება და საქმის განხილვისას მხოლოდ მტკიცებულებებს ემყარები”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.

banner
წინა სტატიაშიველოდებით, რომ დადგეს გარკვეული დასკვნები – ეკა ბესელია გავრცელებულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა