ვეძებეთ და ვიპოვნეთ მთავარი გამყალბებლები – ნიკა გვარამია ცესკოს თანამშრომლებზე

ნიკა გვარამია ცესკოს იმ თანამშრომლების შესახებ წერს, რომლებიც მისი ინფორმაციით თამარ ჟვანიასთან დაახლოებული და მისთვის სანდო პირები არიან- გიორგი ჯავახიშვილი, ეკა ცაბაშვილი და გიორგი კალანდარიშვილი.

” გიორგი ჯავახიშვილი- ცესკოს მდივანი: მთავარი ოდეერი და გამყალბებელი, თამარ ჟვანიას რეალური მმართველი (არა და, თანამდებობრივად პირიქითაა) გიორგიო ჯავახიშვილია. მისი და საკრებულოს თავმჯდომარის, ტყემალაძის ცოლია. პირდაპირაა მიერთებული სუსზე და პარტიაზე.

ეკა ცაბაშვილი – საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: ჯავახიშვილის მარჯვენა ხელი, რეალურად მართავს გაყალბების მთავარ პარტიულ შტაბებს – საოლქო საარჩევნო კომისიებს. არის გიორგი ჯავახიშვილის ცოლის ახლო დაქალი. ოჯახებით მეგობრობენ. ჯავახიშვილი მისი მეშვეობით მართავს ოლქებს. ოლქებიდან ამბავი რომ არ გავიდეს, პირადად ეგაა ხაზზე ოლქების უფროსებთან და ამბები მიაქვს ჯავახიშვილთან, სუსში და პარტიაში. მის ქმარს, რეზო ბასილაშვილს, აქვს სამშენებლო ბიზნესი აქვს და აგებინებენ მილიონობით ტენდერებს. შემოსავლები ნაწილდება ჟავანიასთან და ჯავახიშვილთან. ასე ფარულად (და არა მარტო ღიად, უზარმაზარი ხელფასებით) ყიდულობს ივანიშვილი ცესკოს ადმინისტრაციას.

გიორგი კალანდარიშვილი – ცესკოს კადრების უფროსი: თამარ ჟავანიასთვის ყველაზე სანდო ხელის ბიჭი. ჟვანია ყველა და ყოველგვარ ბინძურ დავალებას აძლევს პირადად მას. ცესკოში ჟვანიას მიყვანილი პრესსპიკერის უარის შემდეგ, რომ არ გაახმოვანებდა მსგავს ტექსტებს, მიუხედავად კომპეტენციის არქონისა, ახლა მედიასთან ბრიფინგებს სწორედ ის ატარებს.”- წერს ნიკა გვარამია თავის სტატუსსში.

banner
წინა სტატიაში“სამაჯურს რომ აპარატი მოაყოლეს და სახლში დამიყენეს – წაიღეს. ყველაფერში ასე დაიხევენ და წავლენ სახლებში”
შემდეგი სტატია“ჯერ არის კაცობა, მანდატისთვის და პარლამენტში შესვლისთვის კი არ დავიბადე”