“ჯერ არის კაცობა, მანდატისთვის და პარლამენტში შესვლისთვის კი არ დავიბადე”

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2020-ს არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. მისი თქმით, მხოლოდ საბურთალოს ოლქში თითქმის ყველა უბანზე ათეულობით ოქმია, სადაც ბალანსის დაუსმელობის გამო ხმები გაბათილდა. ამ თემაზე მოქალაქეების ლიდერმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი ისაუბრა.

ელისაშვილი ამბობს, რომ არჩევნები სწორედ ამ გზით გაყალბდა, მსგავსი დარღვევების შემდეგ, მანდატზე უარის თქმაც ლოგიკურია და ამას არც აპირებს:

“თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ და პასუხს არ გასცემ, მერე კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას მოგაყენებენ… ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოგვაყენა შეურაცხყოფა. ეს იყო ჭუჭყი, ეს იყო სიბინძურე”,-აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ამჯერადაც ე.წ. ქუჩის ბიჭებისა და სკოლის მასწავლებლების სიები კვლავ ტრადიციად დარჩა. საარჩევნო ოლქებში კი მარტივი კალკულაცია რთულ სქემად ჩამოყალიბდა.

“ეს ოხერი რა ბალანსი ვერ დასვი, რა ვერ დათვალე 21-ე საუკუნეა, აიღე კალკულატორი და დათვალე. ქვის ხანა ხომ არა თითებით და ქვებით რომ ითვლიდნენ?!…არ ვიცი ვინ იქნება პირველი და მანდატს აირჩევს – ჯერ არის კაცობა ჩემთვის, ალეკო ელისაშვილი ვარ, დავიბადე 42 წლის წინ. პირველი რასაც ცხოვრებაში ვუფრთხილდები ესაა ჩემი სახელი. მანდატისთვის და პარლამენტში შესვლისთვის კი არ დავიბადე; როცა შეგაფურთხებენ თავდახრილი არ უნდა მიხვიდე”,-თქვა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივეძებეთ და ვიპოვნეთ მთავარი გამყალბებლები – ნიკა გვარამია ცესკოს თანამშრომლებზე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ ვაკის ოლქში არჩევნების გაყალბების ამსახველი ოქმები და ვიდეომასალა წარმოადგინა