ვაშინგტონმა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა

აშშ-ს სახელმწიფო მდეივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ დღეს, 19 სექტემბერს სირიის რვა სახვადასხვა რაიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იგეგმება – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“გასულ ღამით სიმშვიდე იყო. ვნახოთ, რა იქნება მომავალში” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც იგულისხმა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთკვირიანი შეტანხმება მრავალჯერ დაირღვა.
15 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა, არ არის იმის პირობები, რომ სირიის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ.

9 სექტემბერს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 12 სექტემბერს შევიდა ძალაში, გუშინ, 18 სექტემბერს დასრულდა. მხარეები მის გაგრძელებაზე მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი სადღესასწაულო საღამოზე რუსი ბოგატირის კოსტიუმში გამოცხადდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაასადმა სირიაში მიმდინარე ავიადარტყმებს დაუფარავი აგრესიის აქტი უწოდა