ვაშაძე: საზოგადოება შეაფასებს, ვინ თანმიმდევრულია და ვინ – არა

ოპოზიციონერი კოლეგების ნაბიჯების შეფასებას არ ვაპირებ, ეს მათი გადასაწყვეტია. საზოგადოება შეაფასებს, ვინ თანმიმდევრულია და ვინ – არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო ბოიკოტზე საუბრისას აღნიშნა.

საკითხზე საუბრისას ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის ერთი პარტია, რის გამოც ყველაფერში ერთი საერთო პოზიცია ვერ იქნება.

„საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო მექანიზმები, აქციები თუ საერთაშორისო აქტიურობა გამოყენებული უნდა იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგზე ვერ გავალთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოქალაქეების ინტერესების გატარება პარლამენტში. ბევრი პროექტი რაც გამოდის, არის მავნებლური და მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვააშკარაოთ და ფარდა ჩამოვხსნათ, ვინ რის ინიცირებას აკეთებს.

ოპოზიციონერი კოლეგების ნაბიჯების შეფასებას არ ვაპირებ, ეს მათი გადასაწყვეტია. საზოგადოება შეაფასებს, ვინ თანმიმდევრულია და ვინ – არა. ყველა ოპოზიციონერს მოვუწოდებ, ოპოზიციონერების მაკრიტიკებელი ნუ ვიქნებით. ამ ქვეყანაში ათასი რამეა გასაკეთებელი – ინსტიტუციები დასუსტებულია, ქვეყანა წინ არ მიდის. ერთმანეთისკენ თითის გაშვერას, სჯობს, ერთმანეთს პატივი ვცეთ. ოპოზიცია არ არის ერთი პარტია. ყველაფერში ერთი საერთო პოზიცია ვერ გვექნება. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან საზოგადოება გამოფხიზლდება და მტყუან-მართალს დაადგენს. „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბოიკოტს და ეს მათი გადაწყვეტილებაა, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. თუ ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას ვიღებთ, სრულფასოვნად ვიღებთ. თუ არ ვიღებთ, არ ვიღებდით სრულფასოვნად და არა ნახევრად ზომებით ქმედება – როცა ვაცხადებთ, სხდომებში ამ კვირაში მონაწილეობას არ ვიღებთ, არც პლენარულ სხდომაზე მივდივართ, არც ხელფასის დაქვითვის გვეშინია, რადგან თუ ნაბიჯს დგამ, სრულფასოვნად უნდა გადადგა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: რომ დაჯდები რუსეთის ცენტრ.ტელევიზიით და საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას დააბრალებ, ეს არის თურმე, კარგი ტონი
შემდეგი სტატიაგაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება