თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: რომ დაჯდები რუსეთის ცენტრ.ტელევიზიით და საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას დააბრალებ, ეს არის თურმე, კარგი ტონი

„აუტანელია ამ ფარსის ყურება, ასე არ გამოვა ბრძოლა, არ და აღარ დაგითმობთ ამ ქვეყანას „მეასე“ წრეზე გასაძარცვავად! „ფეხი ფეხზე გადადება“ არა და სანამ საკუთარი ქვეყნის გაყიდვა ცუდ ტონად არ იქცევა , მანამდე ქატოს შეჭამს ფქვილის მაგივრად ქართველი,“ – აცხადებს პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დამოუკიდებელი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი.

„დიალოგი ტვ ეკრანზე:

„ ხომ ვერ შემიფასებდით ჩაცმულობას?“ (კითხვით მიმართეს ნინო ბურჯანაძეს). პასუხი, ბურჯანაძის პასუხი: ფეხი-ფეხზე გადადება არ არის კარგი ტონი (ბურჯანაძის პასუხია).
ჰოოოოოო, მართალია, „ცუდი ტონია“, ამ ქვეყანაში მხოლოდ ქვეყნის გაყიდვაა კარგი ტონი, „პაკლონაია გარაზე“ ქუსლებით 40 გრადუს ყინვაში პუტინთან ერთად დგომა და ჯარისკაცების საფლავთან მისვლა (შენი ქვეყანა აწიოკებული რომ ჰყავთ), აი, ეს არის თურმე, „კარგი ტონი“, გორს სააკაშვილი – ჩვენი ხელისუფლება ბომბავდაო; – აი, ეს არის, თურმე, „კარგი ტონი“, სასამართლოზე ცრუ ჩვენებას რომ აძლევ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ (ერთ-ერთი) ჩვენებით სააკაშვილი რომ ზის ციხეში, აი, ეს არის, თურმე, „კარგი ტონი“, 9 ნოემბერს რომ დარბევის შემდეგ სამარცხვინო სიტყვას ამბობ, რომ „სახელმწიფომ თავი დაიცვა და აბა, რა უნდა ექნაო“, ოღონდ წლების შემდეგ, 26 მაისის (საკუთარ აქციის ) დარბევას აპროტესტებ და თან ჩანაწერში ამბობ, რომ “500 კაცი რომ დაიღუპება არაფერია, მერე მიშა ” რუსის” ჯარს ელაპარაკოსო, აი, ეს არის, თურმე, „კარგი ტონი”. პარტიის პროგრამაში შენი ქვეყნიდან ყველანაირი ჯარის შენაერთის გაყვანა რომ გიწერია უბლოკო სტატუსით და ეს მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ მარტო დარჩენილი საქართველო მგლის ლუკმაა უეჭველად, აი, ეს არის თურმე, „კარგი ტონი“. მოგვიანებით რომ დაჯდები რუსეთის ცენტრ.ტელევიზიით და საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას დააბრალებ და მძინარე ცხინვალის და გორის დაბომბვას დააბრალებ, ჰოო, აი, ამ ყველაფრის მერე რომ გკითხავენ, “უეჭველად” უნდა უპაუხო უტიფრად , რომ ” ფეხი ფეხზე გადადება ცუდი ტონიაო”! ჰოდა, მე ვეტყვი ახლა მას და ამ ტიპის პოლიტიკანს: „ გადაიდეთ, რა, ფეხი ფეხზე”, დაჯექით, რა, სახლებში ერთ ლარად წაღებულ სახელმწიფო აგარაკებში და მოეშვით ამ ქვეყანას, აუტანელია ამ ფარსის ყურება, ასე არ გამოვა ბრძოლა, არ და აღარ დაგითმობთ ამ ქვეყანას „მეასე“ წრეზე გასაძარცვავად! „ფეხი ფეხზე გადადება“ არა და სანამ საკუთარი ქვეყნის გაყიდვა ცუდ ტონად არ იქცევა , მანამდე ქატოს შეჭამს ფქვილის მაგივრად ქართველი.

პ.ს. და კიდევ ერთი რამ: „რა არის ცუდი ტონი“ (თუ ეტიკეტს გულისხმობს ეს პოლიტიკოსი), მაშინ ვეტყვი რომ, რა და, აი, „ამაზე“” ტელევიზიით პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ (ეტიკეტი არსებობს ამისთვის) ფრიად უხერხული და არაეთიკურია და აი, „ეს“ არის მართლა ცუდი ტონი (ეს ისე, ცნობისთვის სამომავლოდ), – წერს თაკო ჩარკვიანი სოაციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ – გიული ალასანია
შემდეგი სტატიავაშაძე: საზოგადოება შეაფასებს, ვინ თანმიმდევრულია და ვინ – არა