ვაშაძე – ხვალ საღამოს გაირკვევა, რეალურად უნდა თუ არა მმართველ პარტიას მოლაპარაკებები

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ საღამოს გაირკვევა, რეალურად უნდა თუ არა მმართველ პარტიას მოლაპარაკებები.

როგორც ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ნაწილთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ოპოზიციამ ცალსახად დააფიქსირა კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზადყოფა.

“წინასწარ არ შევიქმნი ილუზიებს, რომ “ქართული ოცნება” აუცილებლად კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე. მე ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება “ქართულ ოცნებას” უნდა მოლაპარაკებები თუ მოლაპარაკებობანას თამაში. არამარტო ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება ეს ყველაფერი.

ფორმატები არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, დღესაც გვექნება გარკვეული შეხვედრები და ხვალაც შეიძლება გვქონდეს არაერთი შეხვედრა. მოდით ასე ვთქვათ, 48-საათიანი ბლიცია ახლა გამოცხადებული, რომლის შედეგადაც, კვირას საღამოს, ყველაზე გვიან ორშაბათს გამთენიას ჩვენ გვექნება ყველაზე ნათელი სურათი შეთანხმების გზით მივდივართ, თუ შეუთანხმებლობის. ოპოზიციამ ერთი რამ დააფიქსირა – კონსტრუქციული შეთანხმებისთვის ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოჩა თევდორაძე – პლებისციტი არის თემის სადღაც შორს გადაგდება
შემდეგი სტატიახაზარაძე – კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე დემოკრატიული და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები