გოჩა თევდორაძე – პლებისციტი არის თემის სადღაც შორს გადაგდება

არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ფორმით კონსენსუსს მივაღწევთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები.

„პლებისციტი არის თემის სადღაც შორს გადაგდება, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანას ვერ გამოიყვანს. აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. ყველასათვის არის ცნობილი, რომ არჩევნები საქართველოში ტოტალურად გაყალბდა. ჩვენ უნდა ერთი დავინახოთ რეალურად, რომ ვადამდელი არჩევნები არის მხოლოდ გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ვიფიქრებთ, პარალელურ რეჟიმში არაფერს ვიტყვით გაყალბებულ არჩევნებზე და დავაკანონებთ ქვეყანაში სიყალბეს, ეგ გამოიწვევს იმას, რომ როგორი კანონმდებლობაც არ უნდა გვქონდეს, ისევ გაყალბებისკენ ცდუნება იქნება ხელისუფლების და ის არჩევნებიც გაყალბდება“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას
შემდეგი სტატიავაშაძე – ხვალ საღამოს გაირკვევა, რეალურად უნდა თუ არა მმართველ პარტიას მოლაპარაკებები