ვაშაძე – “ენმ”-ს მერობის კანდიდატს არც ერთ რაიონში მხარს არ დავუჭერთ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ისევ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს არსად, მხარს არ დაუჭერს:

“არცერთ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოყენებულ კანდიდატს არცერთ რაიონში მერობაზე არ დავუჭერთ მხარს, იმიტომ, რომ ეს არის წაგების ფორმულა. სანამ არ დავანგრევთ პარადიგმას, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი ალტერნატივა “ნაციონალური მოძრაობაა” მანამდე ყოველთვის წავაგებთ. ასე არ არის, არ ვარ მე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჩვენ ვართ “სტრატეგია აღმაშენებელი” და ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ და არა ის, რომ სადმე თბილად მოვკალათდე”, – თქვა გიორგი ვაშაძემ

banner
წინა სტატიაში„სინოვაკის” ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან
შემდეგი სტატიაიმოგზაურე ლიტერატურაში – მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ