ვარშაველმა ქალბატონებმა აბორტის შეზღუდვის გამო პროტესტი გამოთქვეს

ვარშაველმა ქალბატონებმა აბორტის შეზღუდვის გამო პროტესტი გამოთქვეს

გუშინ ვარშავაში ასობით ქალბატონმა ქვეყნის ხელისუფლებას მოსთხოვა გააუქმონ კანონი აბორტების შეზღუდვასთან დაკავშირებით Associated Press-ი წერს.
პროფესიულად შესრულებული და კანონიერი აბორტი ქალის სიცოცხლეს დაიცავს – ეწერა მომიტინგეების ტრანსფარანტებზე. ქვეყანაში ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით: თუკი ის ძალადობის ან ინცესტის შედეგად დადგა, ასევე თუკი ბავშვის დაბადება დედის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ან ნაყოფი ავადმყოფია.
დემონსტრაციის მონაწილეებმა მთავრობას ასევე მიმართეს შრომის უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით.
ვარშავის აქცია წელს მე-17-ჯერ ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – გამიკვირდებოდა, პრემიერი გოგი თოფაძეს და სხვებს რომ არ შეხვედროდა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიამ პარტიის წევრად ზაზა ფირალიშვილი წარადგინა