ვარკეთილში ყაჩაღობის დროს დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

“ნიკორას” სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის დროს დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ინგოროყვას კლინიკის ექიმების ინფორმაციით, 52 წლის თამაზ ღარიბაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის, გულ-მკერდის და ფეხის არეში.

შეგახსენებთ, რომ ყაჩაღობის ფაქტი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე „ნიკორას“ სუპერმარკეტში გუშინ მოხდა. თავდამსხმელებმა „ნიკორაში“ ცეცხლი გახსნეს. ისინი თანხას ითხოვდნენ. შემთხვევის დროს დაიჭრა დაცვის თანამშრომელი. მას თავდამსხმელებმა 7 ტყვია ესროლეს.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპარლამენტის განათლების კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა