ვანდალიზმს გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმში იმყოფებიან. მომხდარი მათ ვანდალიზმად შეაფასეს. მათი განცხადებით, იმას რაც ბათუმში მოხდა, არანაირი კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასტან.
პრეზიდენტის წარმომადგენლები ამჟამად შს მინსტრსა და აჭარის ხელისუფლებასთან შეხვედრას მართავენ.
„ის რაც აქ, ამ ქალაქში მოხდა ბოლო საათების განმავლობაში, აი, ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. ბუნებრივია, ძალადობა არის ის ქმედება, რომელიც აუცილებლად უნდა დაისაჯოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისი აზრით, გამოსაძიებელია როგორც აქციის მონაწილეების, ისე სამართალდამცველების ქმედებები.

პრეზიდენტის წარმომადგენლები ქალაქში გვიან ღამით პრეზიდენტის დავალებით ჩავიდნენ. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, გამთენიისას შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სპეცოპერაცია დასრულდა
შემდეგი სტატიაპირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება – გიორგი მღებრიშვილი