პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება – გიორგი მღებრიშვილი

ბათუმში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ქალაქში ამ წუთებში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად, სულ 40 ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივანდალიზმს გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო