ვალების განულებას კავშირი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებთან – პრემიერი

ვალების განულების პროგრამას, კავშირი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებთან- აცხადებს პრემიერ მინისტრი. მამუკა ბახტაძემ 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშრებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.

არასამთავრობო სექტორის განცხადებებზე, რომ ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვაა და წარმოადგენს კანონდარღვევას, პრემიერი ამბობს, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულ გარემოში და ნებისმიერ დარღვევაზე იქნება რეაგირება.

“რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. შესაბამისად ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს. რაც შეეხება არასამთავრობოების შეფასებას – 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ბუნებრივია ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი პორნოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ათობით ათას დოლარს გადაიხდის
შემდეგი სტატიაზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს