ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირასაც ზვიად გამსახურდიამ მაშინ აფხაზეთში მიაღწია, ისეთი რამ იყო, მესი რომ სასწაულ ფანდს გააკეთებს ხოლმე
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო