ვახტანგ გომელაური- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა

მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი
სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით. არც ჩემთვის იყო
ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამშრომელი გაგვეგზავნა- ამის
შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში,
ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა
ყველაფერი გააკეთეს თავდამსხმელის დასაკავებლად, თუმცა რთული იყო და ვერც
ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვერ გაწირავდნენ.

„რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, შევთავაზეთ, რა თქმა
უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, რამდენიც შენ გინდა. ამაზე რა
თქმა უნდა, უარი გვითხრა. თავიდან უარს აცხადებდა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ
ადამიანზე და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას,
რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით.
არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამშრომელი
გაგვეგზავნა. ეს ადამიანი ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. არავინ იცოდა.
ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო და რა თქმა
უნდა, ბატონი ავთოსთვის იყო ძალიან მძიმე. რთულია, თუმცა ერთი წამით უარი
არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი. წარბი არ შეუხრია და
მადლობა მინდა ვუთხრა.
რაც მოხდა, კი იცით. თავიდან სთხოვა, მარტო ეს გაყოლოდა, თუმცა მან უარი
უთხრა, მარტო შენთან ერთად არ წამოვალო და მძევლებიც წაიყვანა, 3 ადამიანი,
რომლებიც რამდენიმე საათი მანქანით მოძრაობდნენ იმისთვის, რომ მიმალულიყო.
ეს ადამიანი გადავიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ
დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანი
სიცოცხლეს. გამთენიისას მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“- განაცხადა
ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – დანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპერაცია ბოლომდე დასრულდეს
შემდეგი სტატია“ლელოს ინიციატივა – 100 დღე” – პარტიამ პრეზენტაცია გამართა და ის პროექტები წარადგინა, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს