ირაკლი კობახიძე – დანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპერაცია ბოლომდე დასრულდეს

დანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია ბოლომდე დასრულდეს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის გაქცევამ დანაშაულის წახალისება გამოიწვიოს.

კობახიძის განცხადებით, ყველამ ერთად წარმატება უნდა უსურვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მან წარმატებით დაასრულოს სპეცოპერაცია.

„რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კუთხით, ბუნებრივია, ზომებია მისაღები. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაზეც ვსაუბრობთ დღეს, ეს არის ოპერაციის წარმატებით დასრულება. ეს მნიშვნელოვანია, რათა ზოგადად აღიკვეთოს კონკრეტული დანაშაული და ასევე, მსგავსი ტიპის დანაშაულების პრევენციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ერთად წარმატებები უნდა ვუსურვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მან წარმატებით დაასრულოს სპეცოპერაცია. დასრულდა ამ სპეცოპერაციის პირველი ეტაპი, რომლის მიზანი იყო მძევლების უვნებლად გათავისუფლება, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს არ ნიშნავს ოპერაციის დასრულებას. სწორედ დანაშაულის პრევენციისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ოპერაცია ბოლომდე დასრულდეს. ოპერაციის დასრულება ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე უნდა მოეფინოს ყველაფერს ნათელი. ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაში“არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად”
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა