ვახო სანაიას ადვოკატი – ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო სასჯელის ნაწილში განსაკუთრებით ლმობიერი იყო

ჟურნალისტ ვახო სანაიას ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზესასამართლო სასჯელის ნაწილში განსაკუთრებით ლმობიერი იყო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა ის მდგომარეობა,რაც დღეს ჟურნალისტების მიმართ არსებობს ქვეყანაში.

ამასთან, ადვოკატის თქმით, პროცესს კოვიდსიტუაციის გამო ვერ დაესწრო.

“მე პირადად, მოსამართლემ შემიზღუდა სხდომაზე დასწრება, ამიტომ კვალიფიკაციის ნაწილში შემიძლიათ გითხრათ, რაც ამ ეტაპზე ვახო სანაიასგან ვიცი.კერძოდ, მოსამართლემ ბრალდებულები გაამტყუნა ყველა იმ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს, რომ დადასტურდა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა და ეს არის ერთგვარად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუმცა, სასჯელის ნაწილში, ვფიქრობ, რომ სასამართლო იყო განსაკუთრებით ლმობიერი. მას შეეძლო, რომ არამხოლოდ ექვსთვიანი სასჯელი შეეფარდებინა, არამედ კარგად შეეფასებინა ის მდგომარეობა,რაც ჟურნალისტებთან მიმართებაში არსებობს, ეს არ გაეხადა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმედ, არამედ ეს ზოგადად პასუხი ყოფილიყო საზოგადოებისთვის იმ ძალადობრივ დამოკიდებულებაზე, რაც მათ აქვთ”, -განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას
შემდეგი სტატიაბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევს