,,უწმინდურობის პროპაგანდა და აღვირახსნილი საქციელი მოედო ქვეყანას”-მეუფე პეტრე (+ვიდეო)

უნდა დავგმოთ ორივე ცოდვა და უზნეობა, ურწმუნოება , მითუმეტეს ცოდვის პროპაგანდა, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ,რომ ბოროტებას ვებრძოლოთ სიკეთით, უწმინდურობას სიმწმინდით.ძალადობა უნდა დავგმოთ არა მხოლოდ სიტყვიერად,განცხადებით,არამედ საქმით-ეს განცხადება ჭყონდიდის ეპისკომოსმა ,მეუფე პეტრემ გააკეთა.

მეუფე პეტრე ფიქრობს,რომ განცხადება არა საპატრიარქოს ,არამედ წმინდა სინოდის კრებას უნდა გაეკეთებინა. მისივე თქმით, აუცილებლად ჩაინიშნება წმინდა სინოდის კრება

,,მე ვისურვებდი ,რომ განცხადება,არა საპატრიარქოს ,არამედ წმინდა სინოდის კრებას გაკეთებინა.წმინდა სინოდს უნდა გაეკეთებინა მიმართვა და უფრო მაღალი სანდოობა იქნებოდა,უფრო მეტად სულიწმინდით ნაკარნახევი. ვიმედოვნებ ,რომ იმდენად დიდია გამოწვევა და განსაცდელი ჩვენს ერზე, ამ მიმდინარე მოვლენების გამო,რომ აუცილებლად, უახლოეს მომავლში იქნება ჩანიშნული წმინდა სინოდის კრება.”-აცხადებს მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ეპისკოპოსი ფიქრობს,რომ წმინდა სინოდის კრებამ გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

,,წმინდა სინოდის კრებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ,თუ როგორ ვუშველოთ ერს,როგორ ვიბრძოლოთ მისი არწახდენისთვის. უნდა ვიფიქროთ ,თუ რამ მიიიყვანა ქართველი ერი ამ მდგომარეობამდე,რომ უწმინდურობის პროპაგანდა და აღვირახსნილი საქციელი მოედო ქვეყანას,რატომ ვისჯებით, რა არის მიზეზი”-აცხადებს ჭყონდიდის ეპისკოპოსი ,მეუფე პეტრე

https://www.youtube.com/watch?v=6sqH9ICp-tE&feature=share&fbclid=IwAR12J-ptyD2PI_PiLUc4ZUznufBIll8m5Bxrfu6CtPnL9W-S4daCLCHv3So

banner
წინა სტატიაში,,ადამიანები,რომლებიც ებრძვიან პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას…ეს ადამიანები არიან კომფორმისტები”
შემდეგი სტატია“ეს იყო უადგილო და არაკომპეტენტური კომენტარი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვევია მას” – გიგი წერეთელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს