უსუფაშვილი-შეთავაზება, ეს მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგვეგზავნა, ოცნებამ უარყო

დღეს შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ ფაქტით ხელისუფლების მიერ დახურული კარი 2020-ის არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსნა იმიტომ, რომ მათ აღარ სურდათ არანაირი ლაპარაკი. ამბობდნენ, რომ მორჩა ყველაფერი. ქართველი ხალხის, პროტესტანტების, პოლიტიკური ოპოზიციის, საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებებით ეს კარი გახსნა და ეს არის კარგი.

მეორე – ეს კარი დღეს არ დახურულა, ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით. ეს მეორე, რაც არის კარგი.

მესამე – დღევანდელ მსჯელობაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში განხილული იყო ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს მაჟორიტარების მოთხოვნასაც, პროპორციულის მოთხოვნასაც, ივანიშვილის დაპირებასა და საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსაც ამ თემაზე არსობრივად არანაირი არგუმენტი საწინააღმდეგო არ ყოფილა. გაგრძელდეს საუბარი იმის თაობაზე, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამის თაობაზე, ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ მოდი ერთად გავაგზავნოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ – ეს იყო უარყოფილი. ”-განაცხადა
დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან
შემდეგი სტატიაჰარცელი-დიალოგის გაგრძელებაზე მიღებულ შეთანხმება გვიჩვენებს, რომ პროცესი სერიოზულია